“ბარსელონას” ყოფილმა და ესპანეთის ნაკრების ახლანდელმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, რომელიც გუშინდელ მატჩს დაესწრო, შესვენების დროს ესპანურ ტელევიზიას ინტერვიუ მისცა და ჟერარ პიკეზე ისაუბრა.
“ყველაფერი ისე მოხდა, როგორც თვითონ პიკემ თქვა. მას დასაფიქრებლად დრო მივეცით, შემდეგ კი ველაპარაკე და გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა. ახლა მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ მის არჩევანს პატივი ვცეთ და ნაკრებში მისი ღვაწლი დავაფასოთ”.




მგონია რომ ენრიკე დაუბრუნებს ესპანეთს ძველ დიდებას