ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, რონალდო, რომელმაც კარიერის ერთი სეზონი “ბარსელონაში” გაატარა, პნევმონიის დიაგნოზით იბიცას საავადმყოფოში იმყოფება. ის ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშაა.
რონალდომ კუნძულზე დასვენების დროს მკერდის არეში ტკივილი იგრძნო და ჰოსპიტალს მიმართა, იქ რამდენიმე საათის გატარების შემდეგ კი კერძო კლინიკაში გადაყვანა მოითხოვა. Diario de Ibiza-ს ცნობით, მკურნალობის პროცესი კარგად მიმდინარეობს.




მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ ლეგენდავ!!!
ეეჰჰ. რაკაცი არ დავაფასეთ. თორე ბევრად მეტი იქნებოდა ეს კაცი ვიდრე არის ახლა. დაფრინავდა ბარსაში და გავუშვით უაზოდ. იმედია ასეთ შეცდომას აღარ დავუშვებთ