ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა “ბარსელონას” და “ტოტენჰემს” შორის ლოს ანჯელესში, “როუზ ბოულზე”. მატჩის პირველ ტაიმში უპირატესობას კატალონიელები ფლობდნენ და მეტოქეს ორი გოლიც გაუტანეს. თავი მუნირმა (15′) და არტურმა (29′) გამოიჩინეს. ასე რომ, ბრაზილიელი ნახევარმცველის დებიუტი წარმატებული გამოდგა.
ლონდონელებმა ანგარიში მეორე ტაიმის მცირე მონაკვეთში გაათანაბრეს. საჯარიმოში შექმნილი არეულობის შემდეგ ჯერ ჰონგ-მინ სონმა გაიტანა, შემდეგ კი კევინ ნკუდუმ.
ძირითადი დროის შემდეგ პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც “ბარსელონას” ფეხბურთელებმა იდეალურად ითამაშეს: ხუთივე ფეხბურთელმა (პალენსია, რუისი, მონჩუ, პუჩი, მალკომი) თერთმეტმეტრიანი გოლად აქცია, ინგლისელებმა კი ერთი პენალტი ვერ გამოიყენეს, რაც გამარჯვების მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა.
საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე, “ბარსა” თავის მომდევნო შეხვედრას 31 ივლისს გამართავს. კატალონიელების მეტოქე “რომა” იქნება, რომელიც მიმდინარე ტურნირზე “ტოტენჰემმა” დიდი ანგარიშით დაამარცხა.



Shen totenhemtan tamashamdec egre idzaxdi mara penlebamde mivida saqme da lamazi fexburti ise ki itamashes
არტური მაინტერესებს ყველაზე მეტად.იმედია ხავის ღირსეული შემცვლელი იქნება…რომა უნდა მოვ…….ათ უ……ლეოდ
რომას დიდი ანგარიშით მოვუგებთ და უმაღლესი ხარისხის ფეხბურთს ვაჩვენებთ.მაგარი თაობა მოდის.