საიდუმლო არავისთვისაა, რომ ანდრე გომეში იმ ფეხბურთელთა სიაში შედის, რომლებმაც “ბარსელონაში” თავის დამკვიდრება ვერ მოახერხეს და რომელთა გაშვებაზეც ხელსაყრელი წინადადების შემთხვევაში კატალონიელები დიდი სიამოვნებით დათანხმდებიან.
პორტუგალიელი ნახევარმცველი ყოველწლიურად 4 მილიონს გამოიმუშავებს. ამაზე მეტის შეთავაზება კი, თითქოს არცერთ გრანდს არ უნდა სურდეს, მაგრამ საქმე ასეც არაა: ლონდონის “არსენალი”, რომელსაც მომდევნო სეზონიდან ახალი ხელმძღვანელი ეყოლება, ფეხბურთელისთვის კარგი ხელფასის, “ბარსასთვის” კი 30 მილიონი ევროს გადახდაზეა თანახმა. ლონდონელები ზოგიერთი ინგლისური კლუბისგან განსხვავებით, უსაზღვრო ბიუჯეტით არ გამოირჩევიან და ამ თანხის გადახდაც კი გაუჭირდებათ, მაგრამ Sport-ის ცნობით, უნაი ემერის გომეში იმდენად მოსწონს, რომ მისთვის ფულის შესაგროვებლად უელსელი ნახევარმცველის, აარონ რემზის გაშვებაზეც იქნება თანახმა, რომელიც ბოლო წლებში “მეთოფეთა” რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო.
“არსენალის” ერთადერთი მეტოქე გომეშისთვის ბრძოლაში მათი მოსისხლე მტერი, “ტოტენჰემი” იქნება, რომელსაც, პრესას თუ დავუჯერებთ, პორტუგალიელის დამატება ძალიან უნდა.




გაუშვით 30კარგი ფულია ამაში.
არიქა გაატანეთ არ გადაიფიქროოოოოოოონ!
არსენალს არ აქვს იმდენი ბიუჯეტი გომეში რო იყიდოს? :დ
ან კიდე გადავა ეს არსენალში და ისე გაიგიჟებს თავს მთელ ბარსელონას ხელმძღვანელობას დორბლები ჩამოუვათ