workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონამ” ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნე დაკარგა

“ბარსელონამ” ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნე დაკარგა

“რეალ ბეტისის” 22 წლის ნახევარმცველი, ფაბიან რუისი კარიერას “ნაპოლიში” გააგრძელებს. ეს იტალიური კლუბის ვებ-გვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. მისი გამოსასყიდი თახნის, 30 მილიონი ევროს გადახდის შემდეგ კარლო ანჩელოტის გუნდი მნიშვნელოვნად გაძლიერდა. 

რუისს “ბარსელონას” საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში უკავშირებდნენ, მაგრამ კატალონიელებმა მისი გამოსყიდვა არ მოინდომეს და შესაბამისად, ფეხბურთელი დაკარგეს. 

თუმცა, ეს ერნესტო ვალვერდეს გუნდისთვის დიდი პრობლემა არ უნდა იყოს, რადგან ფაქტიურად გადაწყვეტილია, რომ გუნდი მალე ასევე ახალგაზრდა, პერსპექტიულ ნახევარმცველს, არტურ მელოს დაიმატებს. 

ფაბიან რუისმა, რომელმაც სევილიური კლუბის შემადგენლობაში გასულ სეზონში 34 მატჩი ჩაატარა, “ნაპოლისთან” 5 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • Marlboroo
    schedule 07 ივლ 2018, 13:50
    #1

    ის უფრო გამიკვირდებოდა რო არ დაეკარგათ. მერე იყიდიან მაგასაც 35 წლის ასაკში ჩინეთიდან!!!