მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მორიგი თვითმკვლელობა ინდოეთში

მორიგი თვითმკვლელობა ინდოეთში

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალურ მატჩში, არგენტინის ნაკრების მარცხის შემდეგ (3:4, საფრანგეთი), დასავლეთ ბენგალში მცხოვრებმა 20 წლის ქომაგმა თავი მოიკლა, იტყობინება Goal. მონოტოშ გალდერი “ალბისელესტესა” და გუნდის ლიდერის, ლიონელ მესის გულშემატკივარი იყო.

30 ივნისს გამართული დაპირისპირების შემდეგ, მონოტოშმა ვახშამზე უარი თქვა და საძინებლისკენ გასწია. დილით ის ჩამომხრჩვალი იპოვეს.

“ჩემი შვილი ჯანმრთელი იყო. ის არგენტინას ქომაგობდა და მსოფლიო ჩემპიონატს აქტიურად ადევნებდა თვალყურს. “ალბისელესტეს” მარცხის შემდეგ საკუთარ თავს არ ჰგავდა. ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ მონოტოში მსგავს რამეს ჩაიდენდა.”-განაცხადა გარდაცვლილის მამამ, მონგოლ გალდერმა.

პოლიციამ საქმის განხილვა დაიწყო: “გამოძიება დაწყებულია. როგორც ჩანს, მან არგენტინის მარცხის გამო თავი მოიკლა”.

ეს ინდოეთში პირველი პრეცენდენტი არ არის. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, არგენტინის ნაკრების ხორვატიასთან მარცხის შემდეგ (0:3), 30 წლის კერალელმა მამაკაცმა თავი დაიხრჩო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 03 ივლ 2018, 18:28

    გამოძიება დაწყებულა და მესის არ დაკითხავენ? მაგალითად რატომ წააგო საფრანგეთთან ხო იცოდა რო ინდოეთში ვიღაც ავადმყოფი გულშემატკივრობდა.

  • GIo-GxP-FCB
    schedule 03 ივლ 2018, 15:04

    ყლ.ა მეტი რა მეთქმის :))