ბექა ფიფია “ბარსელონას” პატარა გულშემატკივარია, რომელსაც მძიმე დიაგნოზი (მიელოიდური ლეიკემია) ორი თვის წინ დაუდგინეს. ამჟამად ბექა მკურნალობის რთულ და ძვირადღირებულ კურსს ისრაელში გადის.
ცოტა ხნის წინ, ბექას შესახებ ინფორმაცია მის საყვარელ კლუბამდე, კონკრეტულად კი “ბარსელონას” საქველმოქმედო ფონდამდე (FUNDACIÓ FC BARCELONA) მივიდა. რეაგირებამ არ დააყოვნა და დღეს, ბექას კლინიკაში ფონდის წარმომადგენლები საჩუქრებით ხელდამშვენებულები ეწვივნენ. მათ ბექას, სხვადასხვა სახის სუვენირების გარდა, “ბარსელონას” ფორმა აჩუქეს, რომელსაც თვით ლიონელ მესის ხელმოწერა ამშვენებს.
მეტი ინფორმაცია ბექას შესახებ: 4beka.ge, fb.com/4beka

გამოჯანმრთელებას გისურვებ
ოპერაცია ან მკურნალობა თუ დაუფინანსა?
მალე გამოჯანმრთელებულიყოს
გამოჯამრთელებას გისურვებ
უფალი გფარავდეს ბექა და დიდხანს სიცოცხლე
გამოჯამრთელებას გისურვებ
გისურვებ გამოჯანმრთელდე
რა საზიზღარი დაავადებაა
გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ბექას 
უდიდესი კლუბი
ბექას კიდე ჯამრთველობასა და გამძლეობას ვუსურვებ