ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა პოლონეთის და კოლუმბიის ნაკრებებს შორის. სამხრეთ ამერიკელებმა მეტოქის დამარცხება მოახერხეს და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი შეინარჩუნეს.
ანგარიში “ბარსელონას” მცველმა, იერი მინამ 40-ე წუთზე გახსნა. მეორე ტაიმში, 70 წუთზე, რადამელ ფალკაომ სხვაობა ორამდე გაზარდა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ხუან კუადრადომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
კოლუმბია 2 ტურის შემდეგ 3 ქულით მესამე ადგილზეა. ისინი სენეგალს და იაპონიას ჩამორჩებიან, რომლებსაც 4-4 ქულა აქვთ, პოლონეთს კი – 0. მომდევნო ტურში კოლუმბიელები სენეგალს დაუპირისპირდებიან და 1/8 ფინალში გასასვლელად მათი დამარცხება მოუწევთ.
![იერი მინას გოლი კოლუმბიის ნაკრებს პოლონეთის დამარცხებაში დაეხმარა [ვიდეო]](https://barcamania.ge/wp-content/uploads/2018/06/1529872115_b.jpg)
ვერ ვხვდები რატომ ყიდულობენ ფეხბურთელებს თუ მაინც უნდა გაუშვან? ვერც იმას იტყვი არიქა და არ გაამართლაო..რა მოტოვით არის ნაყიდი ან რა მოტივით უშვებენ ნამდვილად ვერ ვხვდები..ვიზას არ აძლევდნენ და ამ გზით მოხვდა ევროპაში? თუ გაანათხოვრებენ დააბოლებენ თუ ითამაშებ კარგად დაგაბრუნებთო და მერე დააპაშოლებენ.
ვინმე წესიერს არ ვყიდულობთ კი მარა? პიანიჩი სავიჩი ვერატი დიბალა ამ ოთხიდან რომელიმე ვიყიდოთ ნეტა
კარგი გოლი იყო
კაი გოლია