workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ილქაი გიუნდოგანი: “სიტიში” თავს კარგად ვგრძნობ

ილქაი გიუნდოგანი: “სიტიში” თავს კარგად ვგრძნობ

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონა” “მანჩესტერ სიტის” გერმანელი ნახევარმცველის, ილქაი გიუნდოგანის შეძენით დაინტერესდა. თუმცა, თავად ფეხბურთელი აცხადებს, რომ ამჟამინდელ კლუბში თავს კარგად გრძნობს და წასვლაზე არ ფიქრობს. 

“კონტრაქტის მიხედვით, “სიტიში” კიდევ ორი სეზონი უნდა გავატარო. აქ შესანიშნავად ვარ. გუნდი, ხალხი ჩემს ირგვლივ, ჩვენი თამაშის სტილი, ქალაქი ძალიან მომწონს. 

პრემიერ ლიგაში გამარჯვება მნიშვნელოვანი მიღწევაა, მაგრამ კიდევ ბევრი ტიტულის მოგება მსურს. ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებას და ჩემპიონთა ლიგის მოგებას აუცილებლად ვეცდებით”. – აცხადებს გიუნდოგანი. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • SHOTAMESSI10
    schedule 19 ივნ 2018, 00:04
    #8

    გიუნდოგანი მაშინ უნდა ეყიდათ როცა დორტმუნდში დაფრინავდა

  • grizmann
    schedule 18 ივნ 2018, 20:32
    #7

    ეს კომენტატორები ისე იძახდნენ 64 მატჩსავე შემოგთავაზებთო სიგნალი გაუფუჭდათ laughing laughing

  • ChillO
    schedule 18 ივნ 2018, 20:16
    #6

    ბიჭებო მინა წაიყვანეს?

  • Arctic Wolf
    schedule 18 ივნ 2018, 19:48
    #5

    აი, როდედაც წარმოვიდგენ, როგორ აგორებენ ბარსას ნახევარდაცვაში ბუსკეცი, კოუტინიო და ტიაგო ბურთს… + ამას, კოუტინიო ჩემპ. ლიგაზეც იქნება მომავალ სეზონში. ტიაგო აუცილებლად უნდა მოიყვანონ რა… და ყველაზე საშიში გუნდი ვიქნებით მომავალ სეზონშივე, მიუხედავად იმისა, რომ ვალვერდე რჩება (რაც, ვთვლი, შეცდომა იყო).

  • getsby
    schedule 18 ივნ 2018, 18:31
    #4

    ციტატა: azulgerana

    ციტატა: getsby
    არავის მომყვანები არ არიან , სავარაუდოდ მცველს დაიმატებენ და არტურზე გადაერთვებიან ზაფხულში რომ იყიდონ


    არტური ნაკრებშია?


    არა როგორც ვიცი

  • getsby
    schedule 18 ივნ 2018, 17:50
    #3

    არავის მომყვანები არ არიან , სავარაუდოდ მცველს დაიმატებენ და არტურზე გადაერთვებიან ზაფხულში რომ იყიდონ

  • GRIEZMAN✓™
    schedule 18 ივნ 2018, 17:44
    #2

    პიანიჩმა ბარსა გამოიწერა ინსტაგრამზეოო,

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 18 ივნ 2018, 15:34
    #1

    აუ შენგაგახარა ღმერთმაა