ურუგვაის ნაკრების და მონტევიდეოს “პენიაროლის” 25 წლის მცველი, გილერმო ვარელა აცხადებს, რომ ლუის სუარესთან ერთად “ბარსელონაში” თამაში მისი ოცნებაა.
“ამასთან დაკავშირებით ხშირად ვკითხულობ. “ბარსელონაში” თამაში, განსაკუთრებით სუარესთან ერთად, შესანიშნავი იქნება. თუმცა, ამაზე ფიქრი ახლა არ მსურს. მთლიანად ნაკრებზე ვარ კონცენტრირებული.
სუარესი ძალიან კარგი ფეხბურთელია. მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტესთან თამაშში ბევრი მომენტი ვერ გამოიყენა, ის თავის სიძლიერეს “ბარსელონაში” ყოველთვის ამტკიცებს”. – ამბობს ვარელა.
აღსანიშნავია, რომ ვარელა 2013 წელს “მანჩესტერ იუნაიტედმა” შეიძინა და მადრიდის “რეალის” სარეზერვო გუნდში გაანათხოვრა, სადაც მან ერთი სეზონი გაატარა. თუმცა, მისი ევროპული კარიერა განსაკუთრებით წარმატებული არ გამოდგა და ფეხბურთელი მშობლიურ კლუბში დაბრუნდა.
