ლიონელ მესიმ ამ სეზონში 34 გოლი გაიტანა და აქედან ექვსი – საჯარიმო დარტყმით. ეს, ლა ლიგაში, საუკეთესო შედეგია, თუმცა ამ ნიშნულთან საკმაოდ ახლოს იმყოფება “ბარსას” დღევანდელი მეტოქის, “ლევანტეს” ფეხბურთელი, ენის ბარდი.
ბარდის ჯარიმებიდან 5 გოლი აქვს გატანილი და შანსი აქვს, არგენტინელს დაეწიოს. ამისთვის, მას “ბარსელონას” კარში მოუწევს გატანა, რაც ძალიან რთული იქნება, მომდევნო ტურში კი “ლევანტე” სელტას დაუპირისპირდება.
მესი “სიუდად დე ვალენსიაზე” ვერ ითამაშებს, მაგრამ, დიდი ალბათობით, ბოლო ტურში “კამპ ნოუს” მოედანზე იქნება. ასეც რომ არ მოხდეს, 22 წლის მაკედონიელს მისი შედეგის გაუმჯობესება მაინც გაუჭირდება.
მესი ფეხბურთის მეფეა
https://www.youtube.com/watch?v=ectcbIrDJPs
მაგარი ბიჭია, არიზაბალაგას 2 წუთში, ორი ჯარიმა გაუტანა და რატო უნდა გაუჭირდეს თუ წაუვიდა