Sport-ის ინფორმაციით, “ლევანტესთან” მატჩის წინა სავარჯიშო სესია “ბარსელონამ” დანაკლისით ჩაატარა: “სიუტატ ესპორტივაზე” სამუელ უმტიტი ვერ გამოცხადდა. როგორც ჩანს, ფრანგს დაზიანება კვლავ აწუხებს. შესაბამისად, ის ხვალინდელ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ვალენსიაში, როგორც იცით, სერჟი რობერტოც ვერ გაემგზავრება, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს.
შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. რაც შეეხება უმტიტის, ხვალ გავიგებთ, რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა.




ლევანტეს უნტიტის გარშე კი არა მესის გარეშეც დავამარცხებთ და გადაურბენთ