“ბარსელონას” ძირითადმა მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა Panenka-სთან ინტერვიუში რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
“ჩემი აზრით, თანამედროვე ფეხბურთში მეკარისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისება ფეხით კარგად თამაშია. ასევე ის, რომ ყოველთვის ყურადღებით იყოს, როცა ბურთი დაცვის ხაზს უკან მოხვდება და თამაშში ჩართვა მოუწევს. ვიქტორ ვალდესის ეპოქიდან მოყოლებული, “ბარსელონას” ასეთი ტიპის მოთამაშე ჰყავს.
თუმცა, მე ვალდესის მსგავსი მოთამაშე არ ვარ და არც მინდა, ვიყო. ჩვენი სტილი განსხვავებულია. ჩემთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ოლივერ კანი და მისი ფსიქოლოგიური მომზადება იწვევდა.
კლუბები და ფეხბურთელები, ზოგჯერ, ერთმანეთს სრულყოფილად ეწყობიან. თანამედროვე ფეხბურთში ასეთი რამდენიმე შემთხვევაა. მაგალითად, ედერსონი და ბრავო “სიტიში”, ბუფონი “იუვენტუსში”. მე და ბუფონს რომ გუნდები გაგვეცვალა, ალბათ იმ დონეზე ვერ ვიქნებოდა, როგორზეც ახლა ვარ.
ამ სეზონში ჩვენი დაცვა ნამდვილად გაძლიერდა. გვყავს მწვრთნელი, რომელიც “ბარსას” პრობლემებს ყოველთვის უქმნიდა, სწორედ იმით, რომ დაცვას წნეხის ქვეშ აქცევდა. მას გარედან ვყავართ ნანახი და ეს უკეთესად მუშაობაში ეხმარება.
როცა “ბარსელონაში” გადმოსვლა შემომთავაზეს, კლუბში კლაუდიო ბრავო იყო. მე პირველობა მინდოდა, მაგრამ ის ნაკრების მეკარე იყო, მეტი ტიტული ჰქონდა მოგებული და რაც მთავარია, ბევრად უფრო გამოცდილი იყო.
მაშინ, სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ ჩემთან პირადად შეხვედრა გადაწყვიტა და საინტერესო ამბები მომიყვა კლუბის სტილის, მენტალიტეტის, კულტურის შესახებ. გავიგე, რომ ამ გუნდის მიზნები ბევრად უფრო დიდია, ვიდრე გარედან ჩანს. ამით ძალიან კმაყოფილი დავრჩი”.
მჯერა მომდევნო მატჩებში კარგად ითამაშებს შტეგო.
ამის გარდა ინტერვიუს არავინ იძლევა?
ლა ლიგაში საუკეთესო მეკარე ხარ
ბრავო რო არ დაგვიჯდა სკამზე და გავარდა სიტიში რა ეგონა მიალპო გვარდიოლამ სკამზე
ძალიან მაგარი მეკარეა შტეგო! დიდი ხნით მოხსნილია ბარსაში მეკარის პრობლემა. სილესენი მაგრა მეცოდება,არ მოუწევს ამის ხელში მეტი დრო.
იმედია კიდევ მრავალი სეზონი გექნება ბარსაში წარმატებული.
შტეგენ მსოფლიოზე უნდა გაიბრწყინო
მანამდე დარჩენილ სამ მატჩში გოლი არ გაუშვა 
შტეგენი ზალიან დაიხვეწა ბოლო ხანებსში ბრაბო მას!!