“რომასთან” მატჩი ანდრეს ინიესტასა და ლიონელ მესისთვის განსაკუთრებული იქნება. ამ ფეხბურთელებისთვის ეს ჩემპიონთა ლიგაზე ერთად ჩატარებული მე-100 შეხვედრა უნდა გამოდგეს, რადგან, ძალიან დიდი ალბათობით, ორივე მათგან მატჩში მონაწილეობას მიიღებს.
ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ინიესტას დებიუტი 2002 წელს შედგა, ორი წლის შემდეგ კი მას არგენტინელი შეუერთდა. ესპანელმა ნახევარმცველმა დღემდე 131 შეხვედრა ჩაატარა, მესიმ კი – 124. ამ პერიოდში მათ ტურნირის მოგება ოთხჯერ მოახერხეს, თუმცა 2006 წლის ფინალში ტრავმის გამო ლეოს მონაწილეობა არ მიუღია.

ორი ლეგენნდა როგორ არ მინდა ამ ორმა კარიერა რომ დაამთავრონ
Madloba
სიტი-ლივერპულს.
Pirveli arx dges romel tamashs achvenebs?