ფრანგულ “რენში” უსმან დემბელეს ყოფილი მთავარი მწვრთნელი, როლან კურბისი 20 წლის ფეხბურთელზე საუბრობს.
“უსმანს აქვს თვისებები, რომლის დახმარებითაც წარმატების მიღწევა შეუძლია. მან სერიოზული ტრავმა გადაიტანა და იმედი მაქვს სეზონის ბოლომდე მსგავსი რამ აღარ განმეორდება. ეს მისთვის მნიშვნელოვანია, რადგან თუ ითამაშებს, მსოფლიოს თასზე გაემგზავრება და სეზონიც უქმად გატარებული არ გამოვა. კარგია, რომ დემბელემ ტრავმა მუნდიალამდე საკმაოდ დიდი ხნით ადრე მიიღო და არა უფრო გვიან.
“რენში” უსმანს “ცხრა-ნახევრის” პოზიციაზე ვათამაშებდი, იქ, სადაც, ჩემი აზრით მისთვის საუკეთესოა. ეს ის პოზიციაა, რომელზეც მბაპე თამაშობდა “მონაკოში”, განსხვავება კი ის იყო, რომ აქ ინიესტა, სუარესი და მესი არ ჰყავდა”. – აცხადებს კურბისი.

ფრანგებს ისეთი შეტევა ყავთ არამგონია დემბელე შირითადში დააყენონ .
ხო ეგ და რობერტო კარგად ვერ უგებენ აი სემედუსთან ერთად შეტევაში ძაან მაგარია
კაი ბიჭია დემბელე პროსტა ხავის სიტყვები უნდა გაითვალისწინოს აქ წამის მეათასედში უნდა იაზროვნოს თორე დალშე არაფერი დაეწუნება
მუნდიალზე უეჭველი უნდა წავიდეს დემბო