“რომასთან” შეხვედრის მიმდინარეობისას “ბარსელონას” ტრიბუნებზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა უამრავი ყვითელი ბუშტი გაუშვეს კატალონიის კონფლიქტთან დაკავშირებით გასულ წელს მთავრობის მოქმედების გასაპროტესტებლად.
მსგავსი შემთხვევა პირველად არ დაფიქსირებულა. რამდენიმე თვის წინ, მაყურებლებს დამოუკიდებლობის მხარდამჭერი დროშები ჰქონდათ გამოფენილი, რის გამოც, UEFA-სგან კლუბს სანქცია დაეკისრა. მაგრამ, მადრიდული Marca მიიჩნევს, რომ “ბარსა” გუშინდელი შემთხვევის გამო არ დაისჯება. ხელმძღვანელობა ევროპული ფეხბურთის უმაღლეს ორგანოსთან დიპლომატიური ურთიერთობას აწარმოებს.
ისიც აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც კატალონიელები UEFA-მ დააჯარიმა, ტრიბუნებზე დროშების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.




სწორი გაადაწწყვეტილებაა