“რომასთან” მატჩის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ლიონელ მესის ჩემპიონთა ლიგაზე გატანილ მე-100 გოლთან დაკავშირებით სამახსოვრო ჯილდო გადასცეს, რომელიც კატალონიური გუნდის ყოფილმა კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა წარადგინა. მასზე არგენტინელის პირველი და მეასე გოლების ფოტოებია გამოსახული.
მესის გარდა, 100 ან მეტი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ ერთ ფეხბურთელს, კრიშტიანუ რონალდუს აქვს გატანილი. ერთი დღის წინ “იუვენტუსის” კარში შესრულებული დუბლის გათვალისწინებით, პორტუგალიელის ანგარიშზე 119 გოლია.

მეტი გინდა ლომო არ უნდა ვაბლატავოთ რონალდო
გილოცავ ლეო მაგრამ შენი ჰეთრიკი დღეს გაასწორებდა