შეხვედრის 50-ე წუთზე “ბარსელონამ” “სევილიასგან” მე-2 გოლი მიიღო, რომელიც ლუის მურიელის ანგარიშზეა. საინტერესოა, რომ კატალონიურმა გუნდმა ერთ მატჩში 2 გოლი მიმდინარე სეზონში მხოლოდ მესამედ გაუშვა, თუ ესპანეთის სუპერ თასზე აგვისტოში გამართულ შეხვედრებს არ ჩავთვლით.
ეს პირველად 2 დეკემბერს მოხდა, “სელტასთან” შეხვედრაში, როცა “ბარსელონა” ჯერ აგებდა, შემდეგ ანგარიში გაათანაბრა და წინ გავიდა, გადამწყვეტი გოლი კი მაინც გალისიელებმა გაიტანეს. მეორე შემთხვევა 19 იანვარს, “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ თამაშში დაფიქსირდა. ბასკები ამ ანგარიშით ჯერ კიდევ პირველ ტაიმში იგებდნენ, თუმცა, საბოლოოდ, “ბარსამ” ის შეხვედრა მოიგო.

ლიონელ მესიიიიიიიიი <3 <3 <3
ორი კი ატა სამი ოთხით ნოლი უნდა მოეგო სევილიას რო გამოეყენებინა მომენტები მთლიანობაში მალადეც ბარსას რო არ წაგეს თამაში
ეტყობა გუნდს რომ ძან გადაღლილია დასვენება უნდა ყველას
Seltastanac 2gaushva 2-2 da Sanam dacer gadaamocme xolme raaaa
ისეთი მომენტები ქონდათ იღბალი დაჯე აქეთ ჩვენ რომ 2 გავუშვით მარტო