“ბარსელონას” მცველმა, ჟერარ პიკემ დღეს, კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი ოფიციალურად გაახანგრძლივა.
ახალი შეთანხმება ჯერ კიდევ 18 იანვარს დაანონსდა, ახლა კი ყველა დოკუმენტი ოფიციალურად გაფორმდა.
ესპანელი ფეხბურთელის ახალი კონტრაქტი 2022 წლამდეა გათვლილი და მისი გამოსასყიდი თანხა 500 მილიონი ევროა.
ჟერარ პიკე “ბარსელონას” აღზრდილი გახლავთ. 2004 წელს ის “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა, ხოლო 4 წლის შემდეგ მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა, როდესაც გუნდის მთავარ მწვრთნელად პეპ გვარდიოლა დანიშნეს.


მაგარია
Baro pike she cvelo
ზან კაი
წარმატებები პიკე შე ძველო
გილოცავ პიკე
კარგი ამბავია , მაგრამ ცოტა გამოცოცხლება უნდა გუშინ ძაანარეული იყო არამარტო ეს მთელი დაცვა