Sporting Intelligence-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, საფეხბურთო კლუბებს შორის, ყველაზე მაღალი ხელფასები კატალონიის “ბარსელონაშია”.
როგორც გაირკვა, “ბარსელონას” ფეხბურთელები, წელიწადში, საშუალოდ, 6.6 მილიონ ფუნტს გამოიმუშავებენ. მე-2 ადგილზე, 6.5 ფუნტით, “პარი სენ-ჟერმენია”, ხოლო მე-3 პოზიციას, 6.2 მილიონით, “რეალი” იკავებს.
შემდეგ მოდიან “მანჩესტერ იუნაიტედი” (5.2), “მანჩესტერ სიტი” (5.2), “ბაიერნი” (5.2), “იუვენტუსი” (4.8), “ჩელსი” (4.4), “არსენალი” (4), “ატლეტიკო” (3.8), “ლივერპული” (3.6), “ტოტენჰემი” (3.1), “მილანი” (3.1), “ვესტ ჰემი” (2.9), “ევერტონი” (2.8), “დორტმუნდი” (2.7), “ინტერი” (2.6), “რომა” (2.6), “ლესტერი” (2.5), “ვალენსია” (2.4).
როგორც სურათიდან ირკვევა, “ბარსელონა”, აქამდე, მე-2 ადგილს იკავებდა, ლიდერი კი “მანჩესტერ იუნაიტედი” იყო, რომელიც 3 საფეხურით დაქვეითდა. ნეიმარის შეძენის შემდეგ, ერთბაშად 5 ადგილით დაწინაურდა “პარი სენ-ჟრმენი”.
მშვენიერია, "ბარსელონას" ფინანსურად დიდად არ უჭირს.
ხელფასებზე ეტყობა გუნდის პოზიცია და თამაში ლიგებზე
amshic romn pirvelze bart skamze vinc zis cota naklebi rom gadauxadon ara