მადრიდის “რეალის” კაპიტანი სერხიო რამოსი მიიჩენვს, რომ “ბარსელონას” ყოფილი ვარსკვლავის, ნეიმარის “სამეფო კლუბში” “პარი სენ ჟერმენის” გავლით გადასვლა უფრო შესაძლებელია, ვიდრე პირდაპირ კატალონიური კლუბიდან.
“მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად თამაში მომწონს და ნეიმარი ერთ-ერთი მათგანია.
ნეიმარს “რეალში” პსჟ-ს გავლით გადმოსვლა უფრო გაუადვილდება, ვიდრე “ბარსელონადან”. მას დაუფიქრებლად შევიძენდი. ის იმ ფეხბურთელებს მიეკუთვნება, რომლებიც თამაშის ბედს წყვეტენ. თუ ის დეკემბერში ჩვენთან გადმოსვლას გადაწყვეტს, პირადად მე, მას კარს ვუღებ.” – ციტირებს რამოსის სიტყვებს Cadena SER.
დიდი ხანი მანდაც არ დარჩება. ერთგულება ის თვისებაა რაც ნეიმარს ნამდვილად არ აქვს
ისევ მოუნდება ახალი გამოწვევები, თავს ბედნიერად აღარ იგრძონბს და დაახვევს კონტრაქტის ამოწურვისას. აღარ მგონია ამაზე მეტად გაახანგრძლივოს. მგონია რო პსჟ ეს პროექტი მალე ჩაქიმავს. მარა ახალი გამოწვევების საძიებლად რეალში წასვლა რავი, უფრო პრემიერ ლიგაში წავა. სადაც მეტს შესთავაზებენ იქ
ნეიმარი თუ რეალში გადავიდა რავი ნამდვილი ფულის მონა და არაკაცი იქნება.
Aramgonia es realshi gadavides da romc undodes vin gaushvebs.
Es 30 wlamde psg shi iqneba da mere vis rat unda
ფრანგული L’Equipe-ს ინფორმაციით, “პარი სენ ჟერმენის” გასახდელში კვლავაც არაჯანსაღი სიტუაციაა.
რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი ბასკი სპეციალისტის სამწვრთნელო მეთოდებით უკმაყოფილოა.
“მათ შორის უფსკრულია”. – ასეთი სათაურით გამოაქვეყნა დღეს L’Equipe-მა სტატია, რომელიც უნაი ემერისა და ნეიმარს შეეხებოდა.
“მიუხედავად იმისა, რომ “პსჟ” მიმდინარე სეზონში დაუმარცხებლად ასპარეზობს, მის გასახდელში ცუდი ატმოსფეროა. გუნდში ფსიქოლოგიური პრობლემებიც შეინიშნება”. – ვკითხულობთ L’Equipe-ს სტატიაში.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ ნეიმარის მიმართ უკმაყოფილება მისმა რამდენიმე თანაგუნდელმა გამოხატა, რომლებიც ამბობდნენ, რომ ბრაზილიელი კლუბში აშკარად პრივილეგირებული ფეხბურთელია.
მათი თქმით, ბრაზილიელთან ვარჯიშებზე შეხება აკრძალულია, ასევე, იგი გასვლითი მატჩებისას გუნდისგან განცალკევებით, სპეციალურად გამოყოფილი თვითმფრინავით მგზავრობს.
მეც მაგას ვფიქრობ და რამოსიც ცუდად ურტყამს "ნამიოეკებს" ://