Don Balon-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ბილბაოს” ფრანგმა მცველმა, ემერიკ ლაპორტმა “ბარსელონაში” გადასვლაზე უარი იმის გამო თქვა, რომ მას მადრიდის “რეალში” თამაში სურს.
კატალონიური კლუბი ბასკ ცენტრალურ მცველს დიდი ხანია აკვირდება. ბოლო ცნობებით, 23 წლის ფეხბურთელის თავის გუნდში ხილვა ლაპორტის თანამემამულეს, ზინედინ ზიდანსაც სურს და სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც, ლაპორტმა “ბარსას” უარი უთხრა.
გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელს, რომელსაც “ბილბაოსთან” კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს, გასულ ზაფხულში, “მანჩესტერ სიტიც” იწვევდა.
ისე მარლონი და მინა თუ გვეყოლება ეს რაღად გვინდა?
მგონი ეს ჩვენთან გადმოვა არამგონია რელში გადავიდეს თან ეს გაზეთი ფარსია
დონ ბალონის არაფერი დაიჯერება
ეს დონ ბალონი არაა სანდო ვნახოთ რა მოხდება