ამ სიახლეში ჩვენ შემოგთავაზებთ “ბარსელონას” ტრანსფერებთან დაკავშირებით ყველა ინფორმაციას, როგორც ოფიციალურს, ასევე ჭორსაც.
| 03:22 – | ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა. ეს ნიშნავს, რომ “ბარსელონა” ევროპულ კლუბებში ფეხბურთელებს ვეღარ გაყიდის. ესპანეთში სატრანსფერო ფანჯარა კიდევ ღიაა. კატალონიელებს ფეხბურთელების შესაძენად ან მათი ესპანურ გუნდებში გასაშვებად კიდევ დაახლოებით 24 საათი აქვთ |
| 00:00 – |
ევროპაში სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ზუსტად 2 საათი დარჩა. “ბარსელონასთვის” სახარბიელო კვლავ არაფერი ხდება |
| 23:54 – | “ტოტენჰემი” და “ბარსელონა” ანდრე გომეშის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს კვლავ აწაროებენ. განიხილება იჯარისა და გამოსყიდვის უფლების ვარიანტიც |
| 23:30 – | ევროპაში სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 2.5 საათი რჩება და “ბარსელონა” სასურველი ტრანსფერების განხორციელებას ისევ ვერ ახერხებს. კლუბიც და ჩვენი საიტიც სრული დატვირთვით მუშაობას განვაგრძობთ |
| 22:33 – | ოფიციალურად: დუგლას პერეირა ლისაბონის “ბენფიკაში” იჯარით გადავიდა |
| 22:00 – | The Sun-ის მიერ დასახელებული ყველანაირი ვადა გავიდა და “ბარსელონამ” ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერი არ/ვერ დაადასტურა |
| 21:29 – | ფილიპე კოუტინიოს ოჯახმა, ფეხბურთელთან საუბრის შემდეგ, ბრაზილიის ნაკრების სასტუმრო დატოვა. მათ ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვეს |
| 21:24 – | Daily Mirror-ის რედაქტორი ჯონ კროსი იტყობინება, რომ “არსენალი” ფეხბურთელების შეძენას აღარ აპირებს. ეს ნიშნავს, რომ ტომას ლემარის “ლივერპულში” და შესაბამისად ფილიპე კოუტინიოს “ბარსელონაში” გადმოსვლის შანსები იზრდება |
| 21:01 – | ფილიპე კოუტინიოს ძმები ბრაზილიაში, იმ სასტუმროში მივიდნენ, სადაც ფეხბურთლი იმყოფება. განწყობა სამგლოვიაროა |
| 20:51 – | “ლივერპულმა” ტომას ლემარის შეძენის შანსები თითქმის დაკარგა, რაც ფილიპე კოუტინიოს “ბარსელონაში” გადასვლის შანსებს მნიშვნელოვნად ამცირებს |
| 20:35 – | ოფიციალურად: “ბარსელონამ” დაადასტურა, რომ ვიგოს “სელტასთან” 22 წლის ცენტრალური მცველის, დავიდ კოსტასის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია. კოსტასი “ბარსა ბ”-ში ერთი წლით არენდით ითამაშებს და 2018 წელს კატალონიელებს მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ |
| 19:55 – | “ბარსელონა” არა ფილიპე კოუტინიოს, არამედ ტომას ლემარზე მუშაობს, რათა ეს უკანასკნელი “ლივერპულში” გადავიდეს და მერსისაიდელებმა კოუტინიო გაუშვან. ლემარში “არსენალი” 100 მილიონს იხდის |
| 19:19 – | “ტოტენჰემის” წარმომადგენლები ბარსელონაში იმყოფებიან და ანდრე გომეშის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ფეხბურთელით “ვესტ ჰემიცაა” დაინტერესებული |
| 17:38 – | COPE-ს ცნობით, ფილიპე კოუტინიოს გარემოცვა ტრანსფერს პესიმისტურად უყურებს. ბრაზილიელის ალტერნატივა ანხელ დი მარიაა |
| 17:33 – | “ვესტ ჰემს” ანდრე გომეშის იჯარით აყვანა უნდა |
| 17:27 – | “ბარსელონა”, ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერთან დაკავშირებით, “ლივერპულთან” მოლაპარაკებებს განაგრძობს, მაგრამ შეთანხმება მიღწეული ჯერ კიდევ არაა |
| 16:53 – | Liverpool Echo-ს ჟურნალისტი ჯეიმს პირსი აცხადებს, რომ ფილიპე კოუტინიოსთან დაკავშირებით სიტუაცია არ შეცვლილა და “ლივერპული” მის გაყიდვაზე კვლავ უარს აცხადებს |
| 16:33 – | “ბარსელონამ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ “ბარსა ბ”-ს ფეხბურთელი ლი სეუნ-ვო “ვერონაში” გადადის, კატალონიური კლუბი კი მისი გამოსყიდვის უფლებას მომდევნო 2 წლის განმავლობაში შეინარჩუნებს |
| 16:14 – | ფრანგი ჟურნალისტი სარა მენაი იუწყება, რომ რიად მაჰრეზი, რამდენიმე წუთის წინ, ბარსელონას აეროპორტში დაეშვა |
| 15:57 – | Daily Mirror-ის ცნობით, “ლივერპული” ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერთან დაკავშირებთ შეთანხმებას უარყოფს |
| 15:39 – | Sport-ის ცნობით, “ბარსელონა” რიად მაჰრეზზე სერიოზულად არ ფიქრობს. დაინტერესება არის, მაგრამ მის გარდა კიდევ რამდენიმე ვარიანტი განიხილება |
| 15:28 – | The Sun-ის ცნობით, ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერი თბილისის დროით 22 საათზე გაოფიციალურდება |
| 15:06 – | “ბეტისი” მუნირ ელ ჰადადის შეძენას აქტიურად ცდილობს |