–როგორ ფიქრობთ,”ბარსა” მოიგებს ლიგას ამ სეზონში?
–ჩვენ არ შეგვიძლია ამის თქმა,მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა,რომ ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე ტიტულისთვის.მადრიდის “რეალი” და “ვილიარელი” კარგი გუნდებია და ისინი ადვილად არ დათმობენ მოგებას.
–შენ მოიგე მსოფლიო თასი,ყველაფერი,რაც შეიძლებოდა “ბარსასთან” ერთად,მოხვდი ფიფას წლის გუნდში–შეიძლებოდა თუ არა მეტის მიღწევა?
–მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ სეზონით,მიუხედავად ამისა,საჭიროა მეტი მუშაობა,რომ გავხდე უკეთესი,თუ არა და შევინარჩუნო მიღწეული დონე.
–იყო თუ არა ფიფას “ოქროს ბურთი” “ბარსას” აკადემიური სისტემის ჯილდო?
–ჩემი აზრით,გყავდეს სამი ფინალისტი,რომლებმაც გაიარეს კლუბის სისტემა,ეს ძალიან კარგია ჩვენთვის,კლუბისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის,რომლებიც ჩართულნი არიან აკადემიაში და სურთ მოხვდნენ პირველ გუნდში.ხედავდე იმას,რომ მსოფლიოს სამი საუკეთსო ფეხბურთელი გაიზარდა აქ–ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
–ვის მისცემდი შენ ფიფას “ოქროს ბურთს”?
–ძალიან ძნელია მათგან რომელიმეს ამორჩევა.ისინი სამივე შესანიშნავი კანდიდატები არიან,ეს დაუჯერებელია–გყავდეს სამი ფინალისტი კლუბიდან,ამის გამეორება ძალიან რთული იქნება.სამივემ დაიმსახურა ჯილდო, მაგრამ მესიმ მიიღო ხმებია და ვფიქრობ,რომ ეს კარგია.
–რაშია ლა მასიის საიდუმლო?
–ვფიქრობ ,რომ ეს თავდაუზოგავი შრომის შედეგია,იდეებისა,რომლებიც მოდის მწვრთნელებისა და ფეხბურთელებისაგან.ეს არის ყველა ფაქტორის კომბინაცია.
–არის სხვა პუიოლი,რომელიც ახლა იზრდება სისტემაში?
–კიდევ ერთი პუიოლი?არ ვიცი,მაგრამ არის ბევრი ფეხბურთელი ძალიან კარგი ტექნიკით და მშვენიერი მომავლით.რამდენადაც მწვრთნელები გაბედულები არიან და მათ ყოველთვის აძლევენ თამაშის შანსს,დარწმუნებლი ვარ,უმეტესობა ახალგაზრდა ფეხბურთელებს ვიხილავთ პირველ გუნდში.
–კიდევ რამდენ ხანს გეგმავ თამაშს?ვიხილავთ თუ არა პუიოლს მინდორზე 40 წლის ასაკში?
–მაგ ასაკში არ ვიცი.ახლა 32 წლის ვარ,ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ და კიდევ “მშია” გამარჯვებები.ვიმედოვნებ,რომ გარკვეულ წლებს კიდევ ვითამაშებ.
–შეგიძლია წარმოიდგინო “ბარსა” გვარდიოლას გარეშე?შენ თვითონ წარმოგიდგენია თავი მწვრთნელად?
–ახლა არა.ბოსი იდეალური მწვრთნელია ჩვენთვის.სულ მუშაობს.ასე რომ ვერ წარმომიდგენია “ბარსა” პეპის გარეშე.რაც შემეხება მე,ალბათ კარიერას არც ისე მალე დავასრულებ და თავი მწვრთნელად ვერ წარმომიდგენია.
–შეიძლება თუ არა 6 თასის ხელახლა მოგება?
–ეს ძალიან რთულია.”ინტერი” მიუახლოვდა ამას და დაინახეს, რამდენად ძნელია ეს.ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის ყველგან,სადაც შევძლებთ და დავინახავთ,რამდენად შორს წავალთ.
–პარიზი,რომი თუ ლონდონი?
–ვიმედოვნებ ლონდონამდე მივაღწევთ.რთულია ფინალებს შორის არჩევა.
–მესი უკეთესი მოთამაშეა თუ ადამიანი?
–როგორც მოთამაშე,ის საუკეთესოა ჩემთვის,ხოლო როგორც ადამიანი,ის მორიდებული და კარგი ყმაწვილია,ყოველთვის ისწრაფვის ისწავლოს და დაეხმაროს თანაგუნდელებს,რაც ძალიან მნიშვნელოვანია.ჩემი შეხედულებით,ეს თვისება მას უკეთესს ხდის.
–არის თუ არა მიმდინარე “ბარსელონა” საუკეთესო კლუბი ისტორიაში?
–არა,ჯერ–ჯერობით გადახედვაა საჭირო.როცა ამ გუნდის დრო დასრულდება,მაშინ შევძლებთ ყველაფრის შეფასებას.ყველაფერს სტატისტიკა გადაწყვეტს.ჩვენ ბედნიერები ვართ იმითი რასაც ვაკეთებთ,მაგრამ წინ კიდევ გრძელი გზაა.
–ევროპის ჩემპიონატი თუ მსოფლიო თასი?
–ორივე.მაგრამ რამდენადაც ევრო იყო ჩვენი ტაობის მიერ მოგებული პირველი ტიტული,ის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის.ის ჩვენთვის იყო შემობრუნების მომენტი,რომელმაც განგვაწყო მსოფლიო ჩემპიონატისთვის.
–ვინ არის შენი გმირი–მცველი?
–პაოლო მალდინი.
–მარადონა თუ მესი?
–ლეო ძლიან კარგია.მე არ მქონდა შესაძლებლობა მარადონა ხშირად მენახა,მაგრამ მისი სტატისტიკა მასზე ლაპარაკობს და მსოფლიოშიც ყველა მასზე ლაპარაკობს.და მე მაინც ვფიქრობ,რომ მას შეუძლია გახდეს ისტორიაში საუკეთესო.
–გვარდიოლა მოთამაშე თუ გვარდიოლა მწვრთნელი?
–მწვრთნელი.ყველაფერი იმისთვის,რასაც მან მიაღწია.ის იყო მნიშვნელოვანი მოთმაშე ,მაგრამ როგორც მწვრთნელი უკეთესია.
–ჩავი თუ ინიესტა?
–ორივე.და ასევე სესკიც.მე სამივეს ავიყვანდი.ჩვენ გაგვიმართლა,რომ ისინი ესპანეთის ნაკრებში გვყავს და ვიმედოვნებ ერთხელ სამივეს ვნახავ “ბარსაში”.
–კლუბის გარდა თუ აკვირდები სხვა ფეხბურთს?მაგალითად,თამაშობ Play Station–ში?
–დიახ მიყვარს ფეხბურთი და ვცდილობ ვუყურო თამაშებს,თუმცა ახლა ნაკლებად,ვიდრე წინათ.ხანდახან ვთამაშობ Play Station–ს,ოღონდ ნაკლებად,ვიდრე წინათ.