როგორც ჩანს, მარკო ვერატის ირგვლივ ატეხილი სატრანსფერო საგა ახალ ფაზაში გადადის. El Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 24 წლის იტალიელმა ნახევარმცველმა უკვე საბოლოოდ გადაწყვიტა საფრანგეთის დატოვება და პსჟ-ს დასატოვებლად კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.
უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ ამ ტრანსფერს ნასერ ალ-ხელაიფი აფერხებს, რომელიც არ აპირებს თავისი გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა ესპანურ გრანდში გაუშვას.
ვერატი კი ყველაფერს აკეთებს, რომ თავისი მომავალი თავად გადაწყვიტოს და ამჟამინდელ კლუბში იძულებით თამაში არ მოუწიოს. გავრცელებული ინფორმაციით, ის თავის ადვოკატებს ესაუბრა. იტალიელ ნახევარმცველს აინტერესებდა შედეგები, რომლებიც 4 ივლისს პსჟ-ს პრესეზონზე მის არ გამოცხადებას მოჰყვება. მან იცის, რომ ასეთ შემთხვევაში დიდი ალბათობის სანქციებს დააკისრებენ, თუმცა ისიც იცის, რომ თუ სეზონს პსჟ-სთან ერთად დაიწყებს, იგი კატალონიურ გრანდს დაშორდება – შესაბამისად, იგი მზადაა გარისკოს.
თავის მხრივ, მხარეები ცდილობენ ყველასთვის მისაღები გამოსავალი მოძებნონ, “ბარსელონას” აზრით კი ეს შემდეგში მდგომარეობს: ვერატი ლურჯ-ბროწეულისფერ ფორმას მოირგებს, პსჟ კი სანაცვლოდ იმაზე გაცილებით მეტ თანხას მიიღებს, ვიდრე 5 სეზონის წინ იტალიელში გადაიხადეს (12 მილიონი ევრო).
24 წლის ვერატის კლუბთან ამჟამად კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს და როგორც ცნობილია, მან თავის აგენტს, დონატო დი კამპლის მიმართა, რომ ნებისმიერ ფასად დაიწყოს მოლაპარაკებები “ბარსელონასთან” და ფეხბურთელმა მომავალ სეზონში მესისთან, ინიესტასთან და კიდევ უამრავ ვარსკვლავთან ერთად თამაში შეძლოს. მოლაპარაკებები სავარაუდოდ დიდხანს გაგრძელდება, მაგრამ ფეხბურთელის დიდი სურვილი და მონდომება ამ პრობლემის მთავარი გასაღებია.



იურიდიულზე ხო არ აბარებს?
მოვიდეს რა მალე!
Gadacyveta sheulia magram xalipa Tu xaliapa ar ushvebs kontrakti ushlis xels Mara gadmova
კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმევბის საფუძველზე წყდება, და ხალიფაა თუ ალადინი იმას თუ არ უნდა გამოშვება ძალით ვერ წამოვა
ეგრე რა მარკო მიდი რა ეგრე მიაწექი რა ღამეები აღარ მზინავს უკვე რა დამაწყდა ნერვები
მიდი მარკო მიაწექი
აუუ რა ღრუბლებში დაფრინავენ ეგენი:))) ახლა გონიათ, რომ შამპუნა რო წავა, ნეიმარს გადაიბირებენ.. ელოდონ LOL
Modis veriko
გარკვეული სანქციებია მაგაზე თორე პირდაპირ კონტრაკტი რო გაეწყვიტა ბარსა მხოლოდ მაგ ჯარიმას გადაუხდიდადა ვერატის თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატებდა
Gadacyveta sheulia magram xalipa Tu xaliapa ar ushvebs kontrakti ushlis xels Mara gadmova
ვერატი მოდის გული მიგრძნობს
Tavad tu gawyvita kontraqti da wamovida kai mozrdili jarimis gadaxda mouwevs da magis gadamxdeli tua mai maladec
2021მდე აქ გახანგრძლივებული ამას ვინ გამოუშვებს კაით რაა
Mova veratti
გარკვეულწილად ვერატის ბრალიც არის. არ უნდა გაეხანგრძლივებინა კონტრაქტი როცა გაახანგრძლივა მაშინ )) ახლა 2018მდე რომ იყოს, ხელაიფს ეცოდინებოდა რომ ეს მაინც არ გაახანგრძლივებს და გაისად უფასოდ გაშვებას აჯობებდა ახლა აეღო რასაც აიღებდა :)) მაგრამ არაუშავს მაინც უნდა მოვიდეს ვერონიკა ნებისმიერ ფასად
არ აქვს არანაირი გამოსასყიდი თანხა მითითებული