workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ალავესი ლოგო

ალავესი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
“იუვენტუსი” რაფინიაში 25 მილიონს იხდის

“იუვენტუსი” რაფინიაში 25 მილიონს იხდის

ტურინის “იუვენტუსი” მზადაა “ბარსელონას” ბრაზილიელ შემტევ ნახევარმცველში, რაფინია ალკანტარაში 25 მილიონი ევრო გადაიხადოს. ამ ინფორმაციას, Corriere dello Sport-ზე დაყრდნობით, Mundo Deportivo ავრცელებს.

ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, “ბარსა” მზადაა რაფინიას შეელიოს, თუ რომელიმე გუნდი ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონს გადაიხდის. მოგვიანებით, ბრაზილიელის მამამ განაცხადა, რომ მისი შვილი კატალონიური გუნდის დატოვებას არ აპირებს.

ბოლო ცნობებით კი, 24 წლის ფეხბურთელის შეძენის სურვილს “იუვენტუსის” გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა გამოთქვამს. გავრცელებული ინფორმაციით, ტურინელები აპირებენ “ბარსელონაში” რაფინიას გაურკვეველი მომავლით ისარგებლონ და ფეხბურთელი 25 მილიონ ევროდ გადაიბირონ.

იტალიაში ვარაუდობენ, რომ “ბარსელონა” ტრანსფერის წინააღმდეგი არ იქნება, რადგან კატალონიელებს კოუტინიოს, ვერატისა და ბელერინის შესაძენად ფული ჭირდებათ.

რაფინია “ბარსელონას” სკოლის აღზრდილია. მიმდინარე სეზონში, მან 28 თამაში ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში