კლოპი გუნდთან ერთად “ბარსელონას” მატჩს დაესწრო

კლოპი გუნდთან ერთად “ბარსელონას” მატჩს დაესწრო

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას, კატალონიის “ბარსელონასა” და მიონხენგლადბახის “ბორუსიას” შორის, “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი და ინგლისური გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი დაესწრო, იტყობინება Goal.com

მერსისაიდელთა თავკაცთან ერთად მატჩს თვალყურს ადევნებდნენ: ჯორდან ჰენდერსონი, ადამ ლალანა, რობერტო ფირმინო, ჯეიმს მილნერი, ლუკას ლეივა, საიმონ მინოლე და ალბერტო მორენო. ასევე გუნდის სხვა ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლები.

მომხდარის მიზეზი უცნობია. შეგახსენებთ, რომ “ბარსელონამ” “კამპ ნოუზე” ბენეფისი მოაწყო. გერმანელი მეტოქე კატალონიელებმა 4:0 დაამარცხეს.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი