workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფერნანდესი: “საეჭვო მხოლოდ ის იყო, გაუძლებდა თუ არა უმტიტი ზეწოლას”

ფერნანდესი: “საეჭვო მხოლოდ ის იყო, გაუძლებდა თუ არა უმტიტი ზეწოლას”

წარსულში ცნობილი ესპანელი მწვრთნელი ლუის ფერნანდესი, რომელიც ფრანგულ ფეხბურთსაც იცნობს, “ბარსელონას” ახალწვეულის, სამუელ უმტიტის შესახებ საუბრობს და მის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს.

“მიმაჩნია, რომ უმტიტი სიტუაციას კარგად უმკლავდება. მან გუნდში ინტეგრირება მოახდინა და ეს ფეხბურთელი ყოველთვის უმაღლესი კონცენტრაციით თამაშობს.

სამუელის შესანიშნავი თვისებების შესახებ ყველამ ვიცოდით. საეჭვო იყო მხოლოდ, გაუძლებდა თუ არა ის “ბარსელონაში” არსებულ ზეწოლას. ამ კლუბში ხომ ფეხბურთელებს ძალიან მაღალ მოთხოვნებს უყენებენ. შესამჩნევია, რომ უმტიტის “ბარსელონაში” წარმატების მიღწევის დიდი სურვილი აქვს.” – ციტირებს ფერნანდესის სიტყვებს Marca.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward