”ბლაუგრანას” მენეჯერმა გააუმჯობესა მაჩვენებელი და მიმდინარე სეზონში ”ჩემპიონთა ლიგის” ჯგუფურ ეტაპზე 14 ქულა მოგროვა. შარშან ეს მაჩვენებელი 13 ქულის, ხოლო უფრო ადრე 11 ქულის ტოლი იყო.
ოთხი მოგება
”ბარსა” ფავორიტია ტურნირის გამარჯბვების კანდიდატებს შორის. ოთხი მოგება და ორი ფრე, ”რუბინთან” და ”კოპენჰაგენთან” გასვლაზე. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში,”კამპ ნოუზე” მათ ”ჩემპიონთა ლიგის” ფარგლებში გამართულ მატჩებში 100%-იანი მოგების მაჩვენებელი აქვთ.
მრავლადაა გოლებიც. 14 გატანილი და მხოლოდ 3 მიღებული საკუთარ კარში.
არავითარი წაგება
ბოლო სამი სეზონის განმავლობაში პირველად ხდება, როდესაც ”ბარსელონას” ”ჩემპიონთა ლიგის” ჯგუფურ ეტაპზე მარცხი არ განუცდია. 2008/09 სეზონებში ისინი საკუთარ მოედანზე, ”შახტართან” თამაშში დამარცხდნენ, ანგარიშით, 2-3. ასევე, მათ თამაში დათმეს ”კამპ ნოუზე” ”რუბინთან”, ანგარიშით, 1-2.
მეოთხე
მეოთხე შეხვედრა ”რუბინთან”, ”ბარსელონასთვის” ტრიუმფალური აღმოჩნდა. მოგეხსენებათ, კატალონიელები ერთხელ დამარცხდნენ, ხოლო ორჯერ ითამაშეს ფრე რუსებთან.






