კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა ნომინირებულია fifa–სა და france football–ის მიერ დაწესებულ წლის საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზე. ესპანელ სპეციალისტის კონკურეტები, ვისენტე დელ ბოსკე და ჟოზე მოურინიო არიან. ამას კიდევ ის დაემატა, რომ წლის საუკეთესო ფეხბურთელი აუცილებლად “ბარსელონას” გუნდიდან იქნება. გვარდიოლას მართლაც აქვს ძალიან დიდი შანსი ამ პრიზის მოგების. გვარდიოლას გუნდმა პირველივე წელს მოიგო 6–ვე ტიტული და შემდეგ მეორე სეზონიც მშვენივრად ჩაატარა. სულ 2 წელიწადში პეპის თავკაცობით “ბლაუგრანამ” შესაძლო 10 ტიტულიდან 8 მოიგო , რაც დამეთანხმებით შესანიშნავი შედეგია.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა fifa და france football აჯილდოვებს წლის საუკეთესო მწვრთნელს. მანამამდე, 2008 წლის შემდეგ გვარდიოლამ მიიღო მიგელ მუნოზის პრიზი, როგორც ესპანეთის წლის საუკეთესო მწვრთნელმა 2009 და 2010 წლებში. მან ასევე გაიმარჯვა Don Balón–ის ნომინაციაში და Onze d’Or–ში. იგი ასევე გახდა წლის საუკეთესო მწვრთნელი IFFHS–ს ვერსიით 2009 წელს.



