workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბერდიევი: “კატალონიურ კლუბში ყველა კარგად თამაშობს”

ბერდიევი: “კატალონიურ კლუბში ყველა კარგად თამაშობს”

მოგეხსენებათ დღეს კატალონიის “ბარსელონა” საკუთარ მოედანზე ყაზანის “რუბინს” მიიღებს. მატჩამდე პრეს–კონფერენცია თათრების მთავარმა მწვრთნელმა, ყურბან ბერდიევმა გამართა.

ყურბან ბერდიევი: “ფეხბურთელები კარგად ხვდებიან, რომ ეს არის ფეხბურთის დღესასწაული. ისინი ხომ “ნოუ კამპს” უკვე მეორედ სტუმრობენ. ჩვენ ამ მატჩისთვის ძალიან კარგად მოვემზადეთ. სეზონი დასასრულს უახლოვდება, მაგრამ ამას ჩვენზე არ უმოქმედია. ვთამაშობთ “ბარსელონას” წინააღმდეგ და ჩვენი მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ. თუ ჩვენ თავისუფალი სივრცეები დავტოვეთ, მაშინ ნახავთ იმას, რასაც “ბარსა” სხვა გუნდებთან აკეთებს.”

“მთელი გუნდი და მე ვიამაყებთ იმით, თუ არ დავმარცხდებით ამ დიდებულ სტადიონზე. “ბარსელონა” ჩვენ გაკვეთილებს გვასწავლის და მათგან ბევრს ვსწავლობთ. ჩვენ რა თქმა უნდა ვნახეთ “ბარსელონასა” და “რეალ მადრიდის” დაპირისპირება. კატალონიელებმა თავისი მაქსიმუმი აჩვენეს და ძალიან მნიშვნელოვან შედეგსაც მიაღწიეს. ამ გუნდის ასეთი მოტივირებული თამაში მე პირველად ვნახე.”

“თუ ჩვენ შემდეგ ეტაპზე გასვლას ვერ მოვახერხებთ, ეს რაღა თქმა უნდა არასასიამოვნო იქნება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ ტურნირს ამაყად და თავაწეული დავტოვბთ. არამგონია “ბარსამ” ტაქტიკა შეცვალოს და არც იმას ვფიქრობ, რომ რომელიმე ფეხბურთელის შეცვლა მათზე როგორმე იმოქმედებს. ამ გუნდის ძალა ცალკეული ფეხბურთელების სიძლიერით არ ისაზღვრება. აქ ყველა კარგი ფეხბურთელია და ყველა ისე თამაშობს, თითქოს ძირითადი შემადგენლობის წევრი იყოს.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში