კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდომ, რომელიც ამჟამად ბრაზილიურ “კორინთეანსში” თამაშობს, განაცხადა, რომ “ბარსა” მსოფლიოში საუკეთესო კლუბია, იტყობინება “მარკა”.
მსოფლიოს ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გაოცებული და აღფრთოვანებული იყო “ბლაუგრანას” თამაშით ესპანეთის მე–13 ტურის შეხვედრაში (“ბარსელონა 5:0 “რეალი”).
“ახლანდელ დროში “ბარსა” ნამდვილად საუკეთესოა. უბრალოდ უბრალოდ წარმოუდგენელია როგორ აკონტროლებენ ისინი ბურთს. კატალონიელებმა უშანსოდ დატოვეს “რეალი” და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ბრწყინვალენი არიან. ჩემთვის “ბლაუგრანა” ჩემპიონ გუნდზე მეტია.” –განაცხადა “ფენომენმა”.
შეგახსენებთ, რომ ლუის ნაზარიომ ლურჯ–ბროწეულისფერი ფორმით მხოლოდ 1 წელი იასპარეზა, თუმცა ნამდვილად დაამახსოვრა თავი კლუბის გულშემატკივრებს. მან ამ ერთადერთ სეზონში 51 შეხვედრა გამართა და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს 48–ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება.
