ესპანეთის ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” 30 წლის ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა კომენტარი გააკეთა “ბლაუგრანასა” და მადრიდის “რეალის” შეხვედრის დროს მომხდარ ინციდენტზე.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” მცველმა, სერხიო რამოსმა “ელ კლასიკოზე”ითამაშა ძალიან უხეშად. თავდაპირველად მან მესის სახიფათო გარღვევა ფეხებში ვარდნით შეაჩერა, რის შედეგადაც წითელი ბარათი მიიღო. რამოსი ამით არ დაკმაყოფილდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა კარლეს პუიოლსა და ჩავი ერნანდესს.
“რამოსის მოქმედებებს შეიძლება ვუწოდოთ სიბრაზის გამოხატულება რადგან ის “ელ კლასიკოს” აგებდა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის სერხიოსი, მაგრამ ეს არის არასპორტული საქციელი.” განაცხადა ჩავიმ.
