იტალიური კლუბის, “რომას” კაპიტანმა, ფრანჩესკო ტოტიმ გაგვიზიარა თავისი აზრები ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-13 ტურის შესახებ, რომელშიც ერთმანეთს “ბარსელონა” და მადრიდის “რეალი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა “ბლაუგრანელების” სასარგებლოდ, გამანადგურებელი ანგარიშით 5:0 დასრულდა
იტალიელმა ფეხბურთელმა, გამოთქვა დიდი რწმენა, რომ კატალონიის “ბარსელონა” წლევანდელ სეზონსაც უმაღლეს დონეზე ჩაატარებს და პრიმერა დივიზიონის თასის მფლობელიც გახდება.
“ბარსელონა” სხვა კლუბებისაგან განსხვავებით უძლეველია. 29 ნოემბერს “ბარსას” წინააღმდეგ სამ გუნდსაც რომ ეთამაშა, კატალონიური კლუბი მაინც არ წააგებდა. “ბლაუგრანას” ფეხბურთელები იყვნენ შეუდარებელნი. ისინი მთელ მატჩს აკონტროლებდნენ და ბურთიც სულ მათ ჰქონდათ, განსხვავებით “რეალის” მოთამაშეებისგან” – განაცხადა ფრანჩესკო ტოტიმ.
