იტალიური კლუბის, “პალერმოს” არგენტინელმა ნახევარმცველმა, ხავიერ პასტორემ გაგვიზიარა თავისი აზრი არგენტინულ გაზეთ “El Grafico”-ში მესიზე და “ბარსელონაზე”. მან განაცხადა, რომ სერიოზული მისწრაფება აქვს კატალონიურ კლუბთან კონტრაქტზე ხელის მოწერის და ძალიან დიდი სურვილი, მის თანამემამულესთან, ლეო მესისთან თამაშის.
არგენტინელ ნახევარმცველს დიდი იმედი აქვს, რომ ოცნება რეალობად იქცევა და იგი “ბარსელონაში” გააგრძელებს კარიერას. პასტორე ამჟამად თავისუფალია და დაუყოვნებლივ შეუძლია გადმოვიდეს “ბლაუგრანაში”. მან მესიზე განაცხადა:“მესი? ადამიანი და ფეხბურთელი, რომელიც იბადება 30 წელიწადში ერთხელ. ჩვენ გვაქვს ერთად ნათამაშები და შემიძლია ვთქვა, რომ იგი წყნარი და მშივიდი მოთამაშეა. სიმართლე გითხრათ მე არასოდეს არ ჩამოუვარდებოდი მას “ფლეისთეიშენის” თამაშში.”
ასევე პასტორემ ხაზი გაუსვა შემდეგ ფაქტს:“მე მომავალ წელს აუცილებლად ვიქნები “პალერმოში” და თუ ვინმე საუბრობს ჩემს შესახებ, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად გამომდის.”-განაცხადა ხავიერმა

პასტორე:”მესის თამაშში არ ჩამოუვარდები”
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.