workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბართომეუ:”ამას ჩვენ არ ველოდით”

ბართომეუ:”ამას ჩვენ არ ველოდით”

კატალონიის “ბარსელონას” ვიცე პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ ძალიან გახარებულია გასული “ელ კლასიკოთი”, რომელშიც “ბარსამ” მადრიდის “რეალს უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით 5:0 დაამარცხა.

ბართომეუმ განაცხადა, რომ კლუბის ყველა წევრი დარწმუნებული იყო კატალონიური კლუბის გამარჯვებაში, მაგრამ ასეთი ანგარიშის დაფიქსირებას არავინ არ ელოდა.

 “მართალი რომ გითხრათ, ასეთ დიდ ანგარიშს არ ველოდი, ჩვენ გვქონდა აბსოლუტური უპირატესობა ყველა კომპონენტში და დამსახურებულადაც გავიმარჯვეთ დიდი ჰანდიკაპით. ყველა კითხვას, რომელიც ისმებოდა ამ მატჩამდე მადრიდელების მიერ, პასუხი გაეცა. მე ასეთი კარგი “კლასიკო” ჯერ არ მახსოვს. ეს იყო ძალიან მაღალ დონეზე ნათამაშები ფეხბურთი.” – განაცხადა ხოსეპ ბართომეუმ “SPORT.ES”-თან ინტერვიუში და აქვე დასძინა, რომ გუნდისათვის ეს გამარჯვება იყო დიდი მნიშვნელობის მატარებელი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში