workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი:”გუშინდელი გამარჯვება 2-6-ზე მეტია”

ჩავი:”გუშინდელი გამარჯვება 2-6-ზე მეტია”

მადრიდის ”რეალის” სამარცხვინოდ დამარცხების შემდეგ ”ბარსელონას” აწ უკვე ლეგენდამ ჩავი ერნანდესმა კომენტარი გააკეთა ბრწყინვალედ ჩატარებულ მატჩზე, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა.  ”ეს იყო შესანიშნავი გამარჯვება, იმაზე მეტი ვიდრე 2-6 ”სანტიაგო ბერნაბეუზე”. მან თავისი აზრი გამოთქვა რამოსის უხეშ თამაშზე ლეო მესის წინააღმდეგ: ”ის რაც სერხიომ გააკეთა ძალადობაა”.

”მე ჯერ არ ვაპირებ ფეხბურთისთვის თავის დანებებას, ყოველთვის მინდა მეტს მივაღწიო როგორც ”რეალის” ასევე სხვა გუნდების წინააღმდეგ”.

ამდენი წარმატების შემდეგ ის მაინც უბრალო ადამიანად რჩება: ”ვაღიარებ, რომ ნამდვილად ვარ თავმდაბალი, მაგრამ მე მადრიდშიც მყავს ასეთი მეგობრები”.

მას არც ოქროს ბურთის მომავალი მფლობელი დავიწყებია: ”თუ ოქროს ბურთს მე ან ინიესტა მოვიგებთ, ეს ”ბარსას” ფილოსოფიის დამსახურება იქნება”.

ბოლოს კი მან შეაქო თავისი გუნდი: ”ძალიან კარგ განწყობაზე ვართ, მაგრამ ფრთხილად ყოფნა გვმართებს. კვლავ ვაპირებთ ექვსი ტიტულის მოპოვებას და ეს ძალიან რთული იქნება. ჩვენ უკეთეს ფეხბურთს ვთამაშობთ ვიდრე გასულ წლებში და მოედანზე უსიტყვოდ ვუგებთ ერთმანეთს”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში