”ბარსას” მიერ უდიდესი მტრის დამარცხებამ საინტერესო ფაქტები გამოკვეთა:
– პირველი გოლის გატანამდე, ”ბარსა” ბურთს 1 წუთსა და 25 წამის განმავლობაში ათამაშებდა. მანამ, სანამ ანგარიში 2 ბურთიან უპირატესობამდე გაზარდეს, ისინი ბურთს 1 წუთსა და 17 წამის განმავლობაში ფლობდნენ, რის შემდეგაც პედრომ მეტოქის კარი აიღო.
– პუიოლმა 19-ჯერ დაიბრუნა ბურთი.
– ჩავი მატჩის ყველაზე აქტიური ფეხბურთელი იყო. მან 119-დან 114 ზუსტი გადაცემა განახორციელა. მას მოსდევს ბუსკეტსი, რომლის 102 გადაცემიდან 91 ზუსტი იყო.
– მესის მიერ ბოლო ათ თამაშში გატანილი უწყვეტი გოლების სერია დასრულდა. თუმცა ვილიას მიერ გატანილი ორივე გოლი მესის ბრწყინვალე გადაცემის შედეგია.
– უკვე მეოთხე შემთხვევაა, როდესაც ”ბარსა” ახერხებს ”კამპ ნოუზე” ”რეალის” დამარცხებას 5 ბურთიანი უპირატესობით. მსგავსი შემთხვევა ბოლოს 1994 წლის 8 იანვარს, რომარიოს ჰეთრიკის შედეგად მოხდა. დანარჩენი ორი კი უფრო ადრე, 1935 და 1945 წლებში.
– გვარდიოლამ, მწვრთნელის რანგში მოიგო თავისი ხუთივე ”კლასიკო”. ამ თამაშებში ”ბარსამ” ჯამში 16 გოლი გაიტანა, ხოლო 2 საკუთარ კარში მიიღო.
– კრისტიანო რონალდომ ვერცერთხელ ვერ მოახერხა ”ბარსელონასთვის” გოლის გატანა.
– ზუსტად 197 დღის შემდეგ, რაც გუნდმა მოიგო ”ლა ლიგა”, ”ბარსელონა” ისევ ცხრილის სათავეშია.
– 11 მოგება, ერთი ფრე და ერთი წაგება – ”ლა ლიგის” ისტორიაში ”ბარსელონას” საუკეთესო სტარტია.
