workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Marca: “ბარსელონა” დაცვაში ექვს ვარიანტს განიხილავს

Marca: “ბარსელონა” დაცვაში ექვს ვარიანტს განიხილავს

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობა დაცვის ხაზის გაძლიერების არაერთ ვარიანტზე მსჯელობს.

მოგეხსენებათ, გასულ სეზონში “ბარსელონას” დაცვის ცენტრში ჟერარ პიკესა და ხავიერ მასკერანოს დუეტი გვევლინებოდა. ეს ფეხბურთელები არც ისე ახალგაზრდები არიან. სულ ცოტა ხნის წინ გუნდი მარკ ბარტრამ დატოვა. აგრეთვე, მასკერანოს მომავალი გადაწყვეტილი არ არის.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, “ბლაუგრანა” მცველების პრობლემის მოგვარების საკითხს სერიოზულად მიუდგა.

ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, კატალონიელები ამ ზაფხულისთვის რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ: ჯონ სტოუნზი (“ევერტონი”), მარკინიოსი (პსჟ), ხოსე მარია ხიმენესი (“ატლეტიკო”), ემერიკ ლაპორტი (“ატლეტიკი”), მაურისიო ლემოსი (“ვილიარეალი”) და სამუელ უმტიტი (“ლიონი”).

თუმცა, ამ ექვსიდან რამდენიმეს ტრანსფერი, შესაძლოა, პრობლემატური იყოს. სხვადასხვა გამოცემის თანახმად, სტოუნზის სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონი, მარკინიოსის – 40, ხიმენესის – 60, ლაპორტის – 50, ლემოსის – 30 და უმტიტის 25 მილიონი ევროა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward