ესპანეთში არ წყდება კომენტარები ორშაბათს გასამარათ შეხვედრაზე, რომელიც ლა ლიგის მეცამეტე ტურის მატჩია. ამ თამაშში კატალონიის “ბარსელონა” მადრიდის “რეალს” უმასპინძლებს. ამჯერად “ელ კლასიკოზე” თავისი აზრი გამოთქვა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ხოსე ზაპარეტომ, რომელიც ამ დაპირისპირების დიდ მოლოდინშია.
“სამწუხაროდ, მე ვერ დავესწრები”კამპ ნოუზე” ამ შესანიშნავ შეხვედრას, რადგან სამუშაო ვიზიტი მაქვს დაგეგმილი. იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდება მატჩში მოვლენები, ვიცე პრეზიდენტი ალფრედო რუბალკაბა შემატყობინებს.
“ბარსელონა” აჩვენებს გამაოგნებელ ფეხბურთს. მე ვფიქრობ, რომ “ელ კლასიკოზე” უკეთესი თამაში არც ერთ ქვეყანაში არ იქნება. ყველა უნდა ვიყოთ სუბიექტური, რადგან “ბარსა” ეთამაშება ძალიან ძლიერ მოწინააღმდეგს. ჩემი პირადი აზრი, ამ თამაშის შესახებ არის ის, რომ “ბარსელონა” გაიმარჯვებს ანგარიშით 4:2.”-განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა.
