ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიელები ახალი მცველის ძიებაში არიან.
როგორც ცნობილია, მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, “ბარსელონას” ხელმძღვანელობა დაცვის, კონკრეტულად კი ცენტრალური ხაზის გაძლიერებას გეგმავს.
მოგეხსენებათ, დიდი შანსია, მიმდინარე სეზონის ბოლოს გუნდის შემადგენლობა მარკ ბარტრამ დატოვოს. აგრეთვე, არც ტომას ვერმალენის წასვლაა გამორიცხული.
Marca-ზე დაყრდნობით, “ბარსელონა” დაცვაში ოთხ სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს. ესენი ემერიკ ლაპორტი (ბილბაოს “ატლეტიკი”), ჯონ სტოუნზი (“ევერტონი”), მარკინიოსი (“პარი სენ ჟერმენი”) და ხოსე მარია ხიმენესი (მადრიდის “ატლეტიკო”) არიან.