ანდრეუ ფონტასმა ითამაშა თავისი პირველი მატჩი პირველი გუნდის რიგებში, რომელიც ძირითადში დაიწყო, მან ვერ დამალა თავისი ემოციები “ალმერიასთან” უდიდესი ანგარიშით ძლევის შემდეგ.
სამამულო წარმოშობის ფეხბურთელმა, ამ მატჩში 26 ნომერი მოირგო და მოედანზე გავიდა, იგი პუიოლის გვერდზე იდგა და შესანიშნავად თამაშობდა. ფონტასი აღფრთოვანებული იყო ისტორიული გამარჯვების შემდეგ, მან ეს ემოციები მატჩის შემდეგაც ვერ დამალა.
ფონტასმა 81-დან 76 ზუსტი პასი განახორციელა, “ალმერიელები” როდესაც უტევდნენ მათ ძალიან უჭირდათ მას გასცდომოდნენ. ასევე ფეხბურთელისა და მისი თანაგუნდელების წყალობით ვიქტორ ვალდესს თითქმის არ მოუწია თამაშში ჩართვა. ასევე ანდრეუმ პედროს ასისტენტობა გაუწია, როდესაც მან გოლი გაიტანა.
“მე ვარ არანორმალურად გახარებული, ჩემი თამაშით და ასევე გუნდის შედეგით. გუნდში ეს იყო პირველი მატჩი რომელიც მე ძირითადში დავიწყე. მე ასევე ძალიან დამეხმარნენ ჩემი თანაგუნდელები რისთვისაც მათ ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. შესვენებაზე პეპ გვარდიოლამ გვითხრა, რომ ჩვენ არ უნდა მოვდუნებლიყავით, მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში მაინც დიდი იყო ეს იმას ნიშნავდა, რომ ჩვენ ამ მატჩში ბოლომდე უნდა დავხარჯულიყავით.”
ანდრეუ ფონტასმა პირველი მატჩი ჩაატარა სადაც ძირითად შემადგენლობაში იყო. მან შეცვლა ჟერარ პიკე, რომელსაც მუხლის ტრავმა აწუხებდა. ის ასევე გამოჩნდა “სეუტასთან” მატჩში.
გთავაზობთ სხვა ფებურთელების შეფასებებსაც:
ბოიან კრკიჩი: “მე გახარებული ვარ ჩემი გოლების გამო და ასევე, გუნდის თამაშით. ეს იყო ძალიან კარგი, როგორც ჩანს ჩვენ მათზე საკმაოდ ძლიერები აღმოვჩნდით, მაგრამ მე მინდა მათ ვუთხრა რომ გულ არ დასწყდეთ, რადგან ყველაფერი წინაა. იმედი მაქვს “ბარსა” ასე გააგრძელებს თამაშს და გულშემატკივრებს კიდევ ბევრი ასეთი გამარჯვებით გააარებს.”
ანდრეს ინიესტა: “ჩვენ ვიცოდით, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი და ამ მატჩში ბოლომდე დავიხარჯეთ. ახლა კი უნდა წავიდეთ საბერძნეთში, ხოლო ამის შემდეგ ვიფიქროთ მადრიდზე.”
ხავიერ მაშერანო: “მე ნასიამოვნები ვარ გუნდის თამაშით. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს მატჩი არ იქნებოდა ადვილი, მაგრამ ამჯერად როგორც ხედავთ ძალიან კარგად ვითამაშეთ წინა 5 მატჩთან შედარებით. ყველაზე მეტად კი ნასიამოვნები ვარ გუნდური თამაშით, გამარჯვებაში გუნდის თითოეულმა წევრმა შეიტანა წვლილი და ეს შედეგზეც აისახა. დიდი ანგარიშით მოგების საიდუმლო იყო გუნდის ამბიცია ჩვენ 0-5-ს ვიგებდით პირველი ტაიმის შემდეგ, მაგრამ მეორე ტაიმში ჩვეულებრივად გავაგრძელეთ თამაში და ვანახეთ ჩვენი საუკეთესო შედეგი. მე მხოლოდ ერთხელ ვიყავი მონაწილე ასეთი მატჩისა როდესაც “ლივერპული” “ენფილდზე” “ბეშიქთაშს” ხვდებოდა. გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა.”