რას უნდა ველოდოთ “ბარსას” მომავალ მატჩში, სადაც იგი “ალმერიას” დაუპირისპირდება? იქნება ეს მატჩი, სადაც გუნდი თავის მაქსიმუმს გვაჩვენებს და გვარდიოლა მოედანზე საუკეთესო თერთმეტეულს გამოიყვანს, თუ იგი როტაციას მიმართავს?..
ალმერია ერთი მშვენიერი ქალაქია, რომელიც ესპანეთის სამხრეთ–აღმოსავლეთში, ხმელთაშუა ზღვასთან მდებარეობს. “ესტადიო დელ მედიტერიანო” – ეს კი “ალმერიას” საშინაო არენაა. “ალმერია” 1989 წელს დაარსდა. “პრიმერაში” კი 2006/07 წლებიდან ასპარეზობს, როდესაც გუნდს უნაი ემერი წვრთნიდა, ხოლო 2008 წელს გუნდი ნეგრედოს ჩააბარეს. ამჟამად გუნდი მეთვრამეტე ადგილზე, 9 ქულით იმყოფება. “ალმერიამ” საკუთარ მოედანზე მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ, “დეპორტივოს” წინააღმდეგ გაიმარჯვა. გუნდის მწვრთნელი, მანუელ ლილიო ოპტიმიმიზმს არ კარგავს და ამბობს: “ჩვენ ამ მატჩისთვის ძალიან დიდი განზრახვები გვაქვს, მითუმეტეს, რომ ჩვენ ძალიან დიდი მოყივაცია გაგვაჩნია, რადგანაც, როგორც ყოველთვის, ახლაც მოგება გვსურს.”
გვარდიოლა კარგად აანალიზებს, რომ “ელ კლასიკომდე” ქულების დაკარგვა არ შეიძლება და რა თქმა უნდა ყველა ვარიანტში პოზიტიურ შედეგს ელის. შეიძლება “ალმერია” სუსტი გუნდია და “ბარსას” მისი გამარჯვება არ გაუჭირდეს, მაგრამ არის კიდევ ერთი პრობლემა. თუ გვარდიოლა სასტარტო თერთმეტეულში თავის საუკეთესო ფეხბურთელებს დააყენებს, მაშინ შეიძლება რომელიმე ფეხბურთელმა რაღაც დაზიანება მიიღოს და “ჩემპიონთა ლიგის” მატჩისა და “ელ კლასიკოს” გამოტოვება მოუწიო. ასე, რომ ალბათ საუკეთესო თერთმეტეულის ხილვა ჩვენთვის ერთგვარი სიურპრიზიც კი უნდა იყოს.
“ალმერია”: ეს გუნდი ჩვეულებრივ 3–4–3 ფორმაციით თამაშობს, მაგრამ ამ მატჩისთვის შეიძლება “ალმერია” 4–3–3–ით მოგვევლინოს, ან საერთოდ შეიძლება მათ საჯარიმოში არანაკლებ 5 მცველი ვიხილოთ.
სავარაუდო შემადგენლობა: დიეგო ალვეში, მაკედო, ასაისეტე, ორტისი, მ’ბამი, ვალერი, კორონა, ვარგასი, პიატი, კრუსატი, უჩე.
“ბარსელონა”: ამ მატჩისთვის მზად ვერ იქნება ერიკ აბიდალი, რომელმაც ტრავმის მიღება ინგლისის ეროვნული ნაკრების წინააღდეგ თამაშის დროს მოახერხა. გვარდიოლა რისკზე არ წავა და ფრანგ მცველს მოედანზე არ შემოიყვანს, მაგრამ ვინ ითამაშებს მის მაგივრად? ვინ დადგება ცენტრში ხერარდ პიკეს ნაცვლად? თუ გვარდიოლა გარისკავს და ხერარდს სასტარტო თერთმეტეულში დააყენებს? თუ “ალმერიასთან” პიკეს ხილვა შევძელით და მან ყვითელი ბარათის მიღებაც შეძლო, მაშინ “ელ კლასიკოში” მისი თამაში გამორიცხული იქნება. ხოსე მანუელ პინტო გაციებისგან თავის დაღწევას ცდილობს, ხოლო მილიტოს ტრავმის მოშუშებამდე კიდევ 4–5 კვირა აქვს დარჩენილი. ასე, რომ დაცვაში მხოლოდ პუიოლი, პიკე, დანი და მაქსველი რჩებიან. ასე, რომ “ალმერიას” წინააღმდეგ, ლუის ენრიკეს შეგირდების ხილვა არ უნდა გაგვიკვირდეს.
სავარაუდო შემადგენლობა: ვალდესი, პუიოლი, მაშერანო, ადრიანო, მაქსველი, ბუსკეტსი, კეიტა, ინიესტა, ბოიანი, ვილია, მესი.