ესპანური “ბარსელონას” კაპიტანი, კარლეს პუიოლი აღიარებულ იქნა 2010 წლის საუკეთესო სპორტსმენად კატალონიაში, იტყობინება Sport.es.
საუკეთესო სპორტსმენის ტიტული პუიოლს გადასცა კატალონიის ფეხბურთის ფედერაციამ.
შეგახსენებთ, რომ 32 წლის მცველი რამდენიმე გზის ესპანეთის ჩემპიონია, იგი ასევე არის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი. “ბარსელონაში” მან უკვე 500 მატჩის გამართვა შეძლო.
პრიზი პუიოლს 16 დეკემბერს გადაეცემა.

