workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ყველა ფეხბურთელი მწყობრშია

ყველა ფეხბურთელი მწყობრშია

სამშაბათის და ოთხშაბათის ვარჯიშების შემდეგ, როცა გუნდში 5 ფეხბურთელი იყო დარჩენილი გვარდიოლას ნაკრებში მყოფი ფეხბურთელები დაუბრუნდნენ. ეს ფეხბურთელები ტრადიციულად ნაკლები დატვირთვით ვარჯიშობდნენ.

კანტერას ფეხბურთელები
”სიუდად დეპორტივოს” №1 კომპლექსზე 21 ფეხბურთელი ვარჯიშობდა. პირველი გუნდის 17 ფეხბურთელს შეურთდნენ ანდრეუ ფონტასი და ტიაგო ალკანტარა, ასევე ”ჟუვენილ ა”-ს ფეხბურთელები რაფა ალკანტარა და ჩავი ესპინოსა.

პიკე აღდგენით სამუშაოებს აკეთებს
ჟერარდ პიკემ ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა. ესპანეთის ნაკრებში თამაშისას მან მიკროტრავმა მიიღო. ექიმების ვარაუდით პარასკევის ვარჯიშზე პიკე გუნდთან ერთად ივარჯიშებს.

ხეფრენს თამაშის უფლება დართეს
კარგი სიახლე არის ის, რომ ხეფრენ სუარესს ექიმებმა თამაშის უფლება მისცეს. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა ტრავმა ”სეუტასთან”, გასვლით მატჩი მიიღო და ამის გამო 3 კვირა გამოტოვა.

მილიტო აგრძელებს აღდგენით კურსს
გაბრიელ მილიტო სატრენაჟორო დარბაზში აგრძელებს ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშს. მცველის აღდგენითი პროცესი კარგად მიმდინარეობს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში