workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დელ ბოსკეს მესიჯი “ბარსელონას”

დელ ბოსკეს მესიჯი “ბარსელონას”

კატალონიური გაზეთი Sport იუწყება, რომ დელ ბოსკემ გააკეთა განცხადება:
”ჩვენ ვერ გავაკეთებთ მოთამაშეთა ისეთ განლაგებას, რომლითაც ყველა მხარე იქნება კმაყოფილი, ასევე ვერ განვსჯით, თუ რამდენ წუთს დაჰყოფს თითოეული მოთამაშე მოედანზე. ჩავი არის შესანიშნავად, ბედნიერი და კმაყოფილი. ის თავის სანაკრებო მაჩვენებელს გაზრდის 99 თამაშამდე. ჩვენ არ გვაქვს წინასწარ გადაწყვეტილი შეხედულება მის ფიზიკურ მდგომარეობაზე, მაგრამ არ ვიმოქმედებთ მისი ფიზიკური მდგომარების წინააღმდეგ.”
დელ ბოსკემ, მეორეს მხრივ, ისაუბრა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობის მატარებელია ეს თამაში, მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგურია, იმიტომ რომ ემსახურება 2018 წელს გასამართ მსოფლიო ჩემპიონატის კამპანიას. მოგეხსენებათ, ესპანეთი და პორტუგალია ერთობლივად აცხადებენ პრეტენზიას მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე. დელ ბოსკემ განაცხადა: ”არსებობს საერთაშორისო თამაშები, რომელშიც მონაწილეობას მაღალი პრესტიჟულობის გამო ვიღებთ. ორი უძველესი საფეხბურთის ტრადიციების მქონე ქვეყანა თამაშობს ერთმანეთის წინააღმედ. გარდა ამისა, ეს იქნება მაქსიმალური სტიმული 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის.”
ესპანელთა მწვრთნელმა ასევე თქვა, რომ რონალდუს გაუჭირდება ესპანელთა დაცვის გარღვევა, ისევე როგორც ეს მოხდა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში