workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“რუბინი” “ბარსელონაში” ერთი კვირით ადრე ჩავა

“რუბინი” “ბარსელონაში” ერთი კვირით ადრე ჩავა

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, ერთმანეთს კატალონიის “ბარსელონა” და ყაზანის “რუბინი” დაუპირისპირდებიან. მატჩი გაიმართება 7 დეკემბერს, ხოლო ამ დღიდან ერთი კვირით ადრე ჩამოვა ყაზანის შემადგენლობა მოსამზადებლად. ამ ყველაფერზე “რუბინის” ხელმძღვანელობა უკვე შეთანხმდა კატალონიელებთან და მასპინძლები სტუმრებს სავარჯიშო ბაზას გამოუყოფენ.
“ჩვენ ამ გუნდთან ჩამოგვიყალიბდა მეგობრული ურთიერთობა. ასევე პირადი ურთიერთობა გვაქვს “ბარსელონას” ძველ პრეზიდენტთან, ჟოან ლაპორტასთან და ერთმანეთს წერილებით ვეკონტაქტებით. ერთი წლის წინათ, როდესაც “ინტერს” ვეთამაშებოდით, იტალიაში მაშინაც ერთი კვირით ადრე ჩავედით და იგივე გვინდა გავაკეთოთ “ბარსელონასთანაც”. ჩვენთვის იდეალური იქნება შარშანდელი შედეგის გამეორება, როდესაც “კამპ ნოუზე” “კატალონიური კლუბი დავამარცხეთ და კიდევ ერთხელ შევეცდებით ამ ყველაფერს.”-განაცხადა ყაზანის “რუბინის” პრეზიდენტმა, ალექსანდ გუსევმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში