workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსელონა” – ”ვილიარეალი”. საინტერესო ფაქტები

”ბარსელონა” – ”ვილიარეალი”. საინტერესო ფაქტები

კარლეს პიუოლი და ლეო მესი მატჩის მთავარი გმირები გახდნენ. ორივე მათგანმა საკუთარი რეკორდი დაამყარა.

 – კარლეს პუიოლმა ”ბარსელონას” მაისურით მე-500 მატჩი ჩაატარა. ამ 500 მატჩიდან 339 პრიმერა დივიზიონში ნათამაშები მატჩებია, 111 ჩემპიონთა ლიგაზე, 38 ესპანეთის სამეფო თასზე, 6 ესპანეთის სუპერთასზე, 2 ევროპის სუპერთასზე და 4 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე.

 – საერთო ჯამში პუიოლმა 42.829 წუთი ითამაშა, მოიპოვა 13 ტიტული და გაიტანა 9 გოლი მისი დებიუტიდან, 1999 წლის 2 ოქტომბრიდან დღემდე.

 – ლიონელ მესი ზედიზედ მე-7 მატჩია ამწუხრებს მოწონააღმდეგეების მეკარეებს. მის ანგარიშზე არის გოლები ”კოპენჰაგენთან” (2 მატჩში 3 გოლი), ”სარაგოსასთან” (2), ”სევილიასთან” (2), ”ხეტაფესთან” (1), ”სეუტასთან” (1) და ”ვილიარეალთან” (2).

 – გასულ მატჩში გვარდიოლამ ”ნოუ კამპზე” ”ვილიარეალი” მისი მწვრთნელობის პერიოდში პირველად დაამარცხა. 2008/09 სეზონში მატჩი 3:3 დასრულდა. გასულ სეზონში კი 1:1.

 – დავიდ ვილია აგრძელებს ”ვილიარეალზე” გოლების გატანას. ”სარაგოსაში”, ”ვალენსიაში” და ”ბარსელონაში” ასპარეზობისას მან ”ვილიარეალის” კარი 9-ჯერ დალაშქრა.

 – ერიკ აბიდალმა მატჩში ბურთის ყველაზე მეტი ართმევა განახორციელა (14).

 – ”ბარსელონა” აგრძელებს უშუალო კონკურენტების დამარცხებას: ”ვალენსია” (2:1), ”სევილია” (5:0) და ”ვილიარეალი” (3:1).

 – 11 ტურის შემდეგ გუნდმა შარშანდელ სეზონთან შედარებით 1 ქულით მეტის დაგროვება შეძლო.

                [media=http://www.youtube.com/watch?v=MlNcSr3iRyY]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში