workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მაზინიო: ”საქმე ფულში რომ იყოს, ტიაგო ”ბარსაში” არ იქნებოდა”

მაზინიო: ”საქმე ფულში რომ იყოს, ტიაგო ”ბარსაში” არ იქნებოდა”

”ბარსელონას” 2011 წლის 31 იანვრამდე აქვს დრო, რათა ტიაგო ალკანტარას კონტრაქტი გაუხანგრძლივოს.

”ბარსელონას” ხელმძღვანელობა ვალდებულია სასწრაფოდ დაიწყოს მოლაპარაკება მაზინიოსთან, რათა განიხილონ მისი შვილის მომავალი. ტიაგო არის პირველი კანდიდატი, რომ ”ზამთრის შენაძენი” გახდეს.

 – თქვენ მიგაჩნიათ ეს ხელსაყრელ დროთ, რათა ტიაგო მთავარ გუნდს შეურთდეს?

 – ვფიქრობ რომ კი. მე ყველაზე უკეთ ვიცნობ ჩემს შვილს და ვიცი როგორ მუშაობს ის ლუის ენრიკესთან და ხოსეპ გვარდიოლასთან. ის თავს ძალიან კარგად გრძნობს, როცა პეპის გუნდში თამაშობს. ის მზადაა მთავარ გუნდში გადასასვლელად.

 – არ განიხილავთ მისი კარიერის სხვაგვარ განვითარებას?

 – წინა წელს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ტიაგო კიდევ ერთი წლით ახალგაზრდულ გუნდში დარჩენილიყო. მას ბევრი შეთავაზება ჰქონდა, ხოლო ”ბარსელონას” ტიაგოსთვის პროფესიონალური კონტრაქტი არ შეუთავაზებია. ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ მისთვის უკეთესი ახალგაზრდულ გუნდში დარჩენა იქნებოდა, რადგან ის მზად არ იყო. საქმე ფულში რომ ყოფილიყო ტიაგო სხვა გუნში გადავიდოდა. მას 10-ჯერ უფრო მომგებიანი შეთავაზება ჰქონდა.

 – ის ამას ხვდებოდა?

 – რა თქმა უნდა. მას სურდა პროფესიონალი გამხდარიყო და ეს სურვილი ლოგიკური იყო. მას უეცრად არ უნდა შეეცვალა საკუთარი განვითარების კურსი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო კიდევ ერთი წლით ახალგაზრდულში დარჩენა.

 – მაგრამ ამდენი ლოდინი დამღლელია…

 – კლუბს გადაწყვეტილების მისაღებად დრო 31 იანვრამდე აქვს. შარშანაც იგივე სიტუაცია იყო, როცა ამჟამინდელ კონტრაქტს მოვაწერეთ ხელი. ჩვენ კლუბის გადაწყვეტილებას ველით.

 – არ განიხილავთ კარიერის გაგრძელების სხვა ვარიანტს გარდა პირველი გუნდისა?

 – თუკი დღეს მეტყვიან, რომ მას თამაში ისევ ”ბარსა ატლეტიკში” მოუწევს არ დავთანხმდები. ბიჭი მზადაა ნებისმიერ გუნდში ითამაშოს.

 – განიხილეთ ვარიანტი ”ბარსას” მთავარ გუნდში კარიერის გაგრძელების არაპროფესიონალური კონტრაქტით?

 – დიახ. მას შესწევს ძალა, რომ პრიმერაში ითამაშოს ყოველგვარი პრობლემების გარეშე.

 – ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ შეთანხმება პრობლემების გარეშე მოხდება. ესე არ არის?

 – არამგონია პრობლემები შეიქმნას. ის გვარდიოლას მოსწონს. აქვს სათამაშო დრო, რათა თავისი შესაძლებლობები წარმოაჩინოს. სათასო მატჩებიც კარგ შანს აძლევს, რომ პრაქტიკა მიიღოს. მე კარგად ვიცნობ კლუბის ხელმძღვანელობას, სუბისარეტას, გვარდიოლას და როსელს. ისინი ფეხბურთით ცხოვრობენ. იმედი მაქვს სიტუაცია სწრაფად მოგვარდება. ჩვენ ძალიან არ ვჩქარობთ, რადგან იანვრამდე დიდი დროა.

 – ბევრი ზარი მიიღეთ სხვა კლუბებისგან?

 – ზარები შემოთავაზებებით ხშირად მაქვს. ბევრი წინადადება მივიღე მაშინ, როცა ის ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა. ის და კანალესი ყველაზე პატარები იყვნენ, მაგრამ გუნდის ლიდერებად ჩამოყალიბდნენ. ხორვატიის წინააღმდეგ ტიაგომ ბრწყინვალედ ითამაშა. ყველა მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა და დაამტკიცა მისი მაღალი დონე. ეს გახდა მიზეზი მაღალი დონის კლუბებისგან ყურადღების გამახვილების.

 – ფეხბურთელის აღიარება ყოველ დღე მატულობს. მაგრამ მცირე რისკი არსებობს. არ ღელავთ ამის გამო?

 – ფეხბურთში სწავლობენ სხვაზე მოსმენით, მაგრამ შენს თავსაც უნდა მოუსმინო. ტიაგო დაჯილდოებულია დიდი ტექნიკით და მას არასდროს არ უნდა დაავიწყდეს მისი შესაძლებლობები. 

 – ის თავს კომფორტულად მინდვრის გარეთაც გრძნობს?

 – სახლში ის აბსოლიტურად სხვა ადამიანია. მოედანზე მას აკისრია დავალება, იქ ის ნამდვილი მეგობარია, ხოლო მოედნის გარეთ მეგობარზე მეტი. ყველაზე ახლოს ის ჯონათან დოს სანტოსთანაა. ის კარგად აღზრდილია.

 – უჭირს ტიაგოს ყურადღების ცენტრში ყოფნა?

 – ტიაგო მის ასაკთან შედარებით ძალიან გამჭრიახია. ის ძალიან კარგად სწავლობდა. მან დაამთავრა სკოლა და ეხლა უნივერსიტეტში ჩააბარებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში