workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბუსკეტსი:”თუ საჭირო გახდება, ცენტრალურ მცველად ვითამაშებ”

ბუსკეტსი:”თუ საჭირო გახდება, ცენტრალურ მცველად ვითამაშებ”

ეპანეთის თასის განმეორებით 1/16 ფინალურ შეხვედრაში, რომელშიც “ბარსელონამ” “სეუტას” უმასპინძლა და 5:1 დაამარცა, ტრავმა მიიღო არგენტინელმა მცველმა გაბრიელ მილიტომ. რის შემდეგადაც გვარდიოლა ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან მე-11 ტურის შეხვედრაში, რომელშიც “ბარსელონა” “ვილიარეალს” დაუპირისპირდება, შესაძლოა ხერარდ პიკემ ვერ ითამაშოს. სწორედ ამიტომ დიდი შანსია, “ბარსას” თავკაცმა მის ადგილას სერხიო ბუსკეტსი ათამაშოს.
“თუ საჭირო იქნება მე შემიძლია ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაში. მართალია ეს არ არის ჩემი ადგილი, მაგრამ თუ დაგვაკლდა რომელიმე მცველი, შემიძლია მის ადგილზე ვითამაშო.”-განაცხადა სერხიომ

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში